მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ორიგინალური წერილები მისწერეს
02-04-2018

ირაკლი ბაზაძის სახელობის მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში - „წერილი დედას“ წარმატებით იასპარეზეს.

კონკურსში მეექვსე კლასელები: გიორგი აბესაძე, მარიამ ბაზაძე, სანდრო ხვედელიძე, აგრეთვე მე-7 კლასის მოსწავლე-ნინო ბუსხრიკიძე მონაწილეობდნენ.

პროექტი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებამ დედის დღესთან დაკავშირებით ჩაატარა.

კონკურსი მიზნად ისახავდა განსაკუთრებული წერის ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენას. 

პირველი ადგილი სკოლის აღსაზრდელმა გიორგი აბესაძემ დაიკავა. გიორგი ორგანიზატორმა დედასთან ერთად პროფესიონალი ფოტოგრაფის ფოტოსტუდიაში ფოტოსესიით, სპეციალური სერთიფიკატით და სამახსოვრო წიგნით დაასაჩუქრა.

სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ მარიამ ბაზაძე, სანდრო ხვედელიძე და ნინო ბუსხრიკიძე. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დედებს თბილი და ორიგინალური წერილები მისწერეს.

პედაგოგები ქეთევან ნადირაძე და ნელი კუპრაშვილი მოსწავლეებს წარმატებას ულოცევენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203