ვინ შეიძლება იყოს ექსპერტი - წესში ცვლილება შევიდა
03-09-2022
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი განახლდა.

სხვა საკვანძო საკითხებთან ერთად, დოკუმენტში გაწერილია, თუ ვინ შეიძლება იყოს ექსპერტი, უფრო კონკრეტულად კი, „ექსპერტი არ შეიძლება იყოს ცენტრის თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით, კონკრეტული მოცულობის საექსპერტო
სამუშაოს შესასრულებლად.

ასევე საქართველოს მოქალაქეობის მქონე ექსპერტი, რომელიც იმავდროულად არის საჯარო
მოხელე, შესაძლებელია მონაწილეობდეს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ წარმოებაში,
რომლის ფარგლებშიც ავტორიზაციის ან აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის
შეფასების საგანს წარმოადგენს რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203