სკოლებში სავალდებული პროექტით სწავლა 4 საგანს შეეხება - სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს
საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სამოქალაქო განათლებაში, მუსიკაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.
პროექტის შერჩევა მოსწავლესთან შეთანხმებით ხდება. პროექტი შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად; პროექტზე მუშაობის ხანგრძლივობაა ერთი სემესტრი. პროექტზე სამუშაოდ გამოყოფილია კვირაში 1 საათი. თუმცა, სკოლა/მასწავლებელი მოსწავლეებთან შეთანხმებით ადგენს პროექტზე მუშაობის გრაფიკს, სწავლების ფორმატს (მას შეიძლება არ ჰქონდეს მკაცრად განსაზღვრული 45 წუთიანი გაკვეთილის სახე), ის შეიძლება წარიმართოს კლუბური მუშაობის მსგავსად, იმ დოზით და ფორმატით, რასაც მოსწავლისა და კლასის საჭიროება მოითხოვს.
დეტალური ინსტრუქცია