უსტატუსო მასწავლებლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ისეთივე შეღავათის გაკეთებას სთხოვენ, როგორიც არაქართულენოვან სექტორში დასაქმებულ პედაგოგებს მიენიჭათ. etaloni.ge -ს ერთ-ერთმა პედაგოგმა, პრაქტიკოსთა ჯგუფის სახელით მომართა თხოვნით, რომ მიგვეწვდინა ხმა სამინისტროსთვის. მასწავლებლები 1, 4, 7 კრედიტის აღიარებას ითხოვენ.
„მოგმართავთ პრაქტიკოსთა ჯგუფი. მიაწვდინეთ ხმა განათლების სამინისტროს დაგვიდგნენ გვერდით როგორც არაქართულენოვან სექტორს დაუდგნენ და გვიღიარონ 1,4,7 კრედიტი მოქმედ პრაქტიკოსების ქართულენოვანი სკოლის პედაგოგებს“, - აღნიშნავს პედაგოგი.
ცნობისთვის, 2021 წლის ბოლოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ბრძანება:
არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სექტორებზე დასაქმებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დადასტურებული აქვთ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვეს მინიმალური ქულა), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი;