„ჯანსაღი თაობა ჯანსაღ საქართველოს!“ - თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტს ახორციელებენ
02-04-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი რუსუდან ბოგვერაძე პროექტს „ჯანსაღი თაობა ჯანსაღ საქართველოს!“ ახორციელებენ.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები თერჯოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელ თამილა არჯევანიძეს შეხვდნენ. თამილა არჯევანიძე სკოლის აღსაზრდელებს მავნე ჩვევების დამღუპველობაზე ესაუბრა და მათ შესაბამისი ვიდეომასალა უჩვენა. 

ღონისძიების ბოლოს დისკუსია გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით,  პროექტის მონაწილეებმა შეხვედრა დადებითად შეაფასეს და  ერთობლივი გეგმები დასახეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203