სად უნდა ნახონ მასწავლებლებმა პროექტების ნიმუშები - რომელი სახელმძღვანელო დაეხმარება პედაგოგებს ახალ აქტივობაში
2022-2023 სასწავლო წლიდან საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება 4 საგანში. პროექტებზე მუშაობის პროცესში და წარდგენის დროს მოსწავლეებს მიეცემათ განმავითარებელი უკუკავშირი წერილობით და/ან ზეპირი ფორმით.სწავლა-სწავლების მიზნები - პროექტების განხორციელება მიზნად ისახავს მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას მათთვის საინტერესო მიმართულებით, რომელიც შესაძლოა სავალდებულოდ არ იყოს დაფარული საგნების სტანდარტებით. პროექტი ხელს შეუწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემაზე/თემებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას. ამავე დროს, პროექტების განხორციელება მოსწავლეებს გამოუმუშავებს დაგეგმვის, თვითკონტროლის, დროის მართვის, რესურსების მობილიზების უნარებს.
ნიშვნელოვანია, რომ პროექტის იდეა/მიზანი, თემატიკა და მოსალოდნელი შედეგები მოიაზრებდეს კავშირს სკოლის განვითარებასთან; ითვალისწინებდეს სასკოლო საზოგადოების წევრებთან თანამშრომლობას და ჩართულობას; ასევე სასურველია, პროექტის განხორციელებამ განავითაროს თემთან/გარე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.
სასწავლო შინაარსი -სამოქალაქოგანათლებაში შეიძლება ოთხი ტიპის პროექტი განხორციელდეს: ინფორმირება, ადვოკატირება, ქველმოქმედება, ინფრასტრქტურული პროექტები სხვადასხვა მიმართულებით. ხელოვნებასა და
მუსიკაში პროექტები შეიძლება ემსახურებოდეს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, იყოს სამეწარმეო ტიპის პროექტი ან კვლევა (მაგ. საქართველოს კუთხეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაცია, საქართველოს რომელიმე მხარის ერთი კონკრეტული ძეგლის კვლევა, ეთნო-ტურიზმი და ტრადიციული მუსიკა, პერფორმანსი, ტექნიკური პროგრესის, სამეცნიერო მიღწევების გავლენა ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროზე/მუსიკაზე, არატრადიციული მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და სხვა). დეტალურად პროექტების შესახებ ინფორმაცია მოცემულ ხელოვნების, მუსიკისა და სამოქალაქო განათლების პროექტების სტანდარტებში (იხ. ეროვნული სასწავლო გეგმა).
მასწავლებლებს პროექტების განხორციელების პროცესში დაეხმარებათ მასწავლებლის სახელმძღვანელოები, სადაც მოცემულია საპროექტო ნიმუშები.
იხილეთ:
სკოლებში სავალდებული პროექტით სწავლა 4 საგანს შეეხება - სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს