სკოლაში გასაუბრებაზე მასწავლებლებს კომისიის 5 წევრი ესწრება - ცვლილება მაისიდან მოქმედებს
05-09-2022
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, სკოლებმა არაერთი ვაკანსია გამოაცხადეს და სხვათა შორის, გასაუბრებაზე მისული პედაგოგები აღნიშნავენ, რომ ობიექტურობის შეგრძნება გაუჩნდათ, რადგან სამინისტროსა და რესურსცენტრის წარმომადენლები ესწრებოდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესში“ ცვლილება, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში შევიდა და ამის შესახებ etaloni.ge უკვე წერდა. შეგახსენებთ, რომ დოკუმენტის მიხედვით განისაზღვრა, რომ სკოლაში მუშაობის დასაწყებად, პედაგოგმა მინიმუმ სამწევრიანი კომისიის წინაშე უნდა გაიაროს გასაუბრება, ხოლო საჯარო სკოლის შემთხვევაში კომისიაში მინიმუმ 5 წევრი უნდა იყოს.

რაც შეეხება კომისიის წევრებს, ბრძანებით, ისინი უნდა იყვნენ შემდეგი უწყებების წარმომადგენლები:

„კომისიის წევრად უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი, ხოლო საჯარო სკოლის კომისიის წევრად აგრეთვე უნდა განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) დარგობრივი დეპარტამენტის წარმომადგენელი, სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი და მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203