თანხის დაბრუნებაზე განაცხადების მიღება დაიწყო - ვის დაუბრუნდება აპელაციაში გადახდილი ფული
05-09-2022
აპელაციისათვის შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე განაცხადები მიიღება 5 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით:  https://online1.naec.ge/oapp
 
განაცხადით მომართვა შეუძლიათ იმ მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომელთაც:

  • საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ შეფასება;
  • ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას  თანხა ზედმეტად გადაიხადეს;
 სააპელაციო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი ან აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს ნაშრომის გასაჩივრებაზე.   
 
თანხა მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

იხილით: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203