მშობლებს საბავშვო ბაღებში შეუშვებენ - რა რეგულაციები მოიხსნა ახალი სააღმზრდელო წლიდან
07-09-2022
თბილსისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. ბაღების სააგენტოს განმარტებით, წინა წლების რეგულაციები მოიხსნა და ახლა მას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.
„თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები გასული წლების განმავლობაში, გახდა სარეკომენდაციო ხასიათის. ამის გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყებისას მშობლებისთვის საბავშვო ბაღის ტერიტორიასა და შენობაში შესვლა ნებადართულია. ამასთანავე, საბავშვო ბაღში პირველად წასული აღსაზრდელების მშობლებს საშუალება აქვთ ბაღთან შეგუების მიზნით, წინასწარ შეხვდნენ აღმზრდელს და გაეცნონ ბაღის გარემოს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.