მასწავლებლები აპელაციის შედეგებისა და გამოცდის საბოლოო ქულების მოლოდინში არიან. სტატუსის ამაღლების მსურველ მოქმედ პედაგოგებს, დრო აქვთ - სასწავლო წლის განმავლობაში მათ პრაქტიკული ნაწილი უნდა შეუფასდეთ, თუმცა უსტატუსო მასწავლებლებისთვის ყოველი დღე გადამწყვეტია, რადგან გამოცდის შედეგზეა დამოკიდებული სკოლაში მათი სამომავლო საქმიანობა.
სწორედ ამიტომ, სულ უფრო აქტუალურია კითხვა - როდის გამოქვეყნდება პედაგოგების აპელაციების პასუხები, რაზეც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ „შედეგები სავარაუდოდ კვირის ბოლოს გამოქვეყნდება“.