100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოვებენ - ინიციატივა საჯარო და კერძო სკოლის კურსდამთავრებულებს ეხება
06-09-2022

სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას 100% - იანი სახელმწიფო გრანტით აგრძელებენ, გორის მერია დააჯილდოებს.

„ინიციატივა ეხება სკოლის 2022 წლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას: გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს.

ბოლო 2 წელში, გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა;

დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი); სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან; ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ; საბანკო ანგარიშის ნომერი. დევნილის სტატუსის შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივი მისამართის შესახებ ცნობა უნდა წარმოადგინოთ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარესებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული სამმართველოდან (ქ. გორი, სამების N1);

დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას 2022 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203