საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში 132 ვაკანსია გამოაცხადა. მანდატურად შეიძლება დაინიშნოს: საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან; ნასამართლობის არმქონე; სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით; სახელმწიფო ენის მცოდნე; სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
შრომის ანაზღაურებაა: 875 ლარი (დარიცხული), რაც შეეხება საკონკურსო თემატიკას, ეს გახლავთ:
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანება (იხ. ელექტრონული ბმული).
ელექტრონულ ფოსტაზე (hr@mandaturi.gov.ge)გასაგზავნი დოკუმენტაცია:
სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი:
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის (ცხრა კლასი) დასრულების შემთხვევაში კოლეჯის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დიპლომის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);
კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი(დიპლომი/ატესტატი), სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@mandaturi.gov.geკონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში;
მოსამზადებელი კურსების ხანგრძლივობაა 2 თვე;
მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების შეწყვეტის ან/და მოსამზადებელი კურსების დაუძლევლობის შემთხვევაში, ასევე მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდგომ, თუ პირი უარს განაცხადებს მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებულია მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროს მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. კანდიდატი ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მანდატურობის კანდიდატმა ვერ დაძლია ფიზიკური მომზადების კომპონენტი.
დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, გასაუბრების ფორმისა და დროის, კონკურსის შედეგების თაობაზე მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 06 სექტემბრიდან 2022 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია ვაკანსიებისა და კონკურსის შესახებ, იხილეთ ბმულზე.