განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის დეპარტამენტი პედაგოგებს ინსტრუქციებს აძლევს ისეთ თემებზე, როგორიცაა მოსწავლეთა შეფასება. რა შემთხვევაში მიიჩნევა შედეგი მიღწეულად? როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლის მიღწევები?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, წარმოვიდგინოთ ორი მოსწავლე, რომელთაც დაევალათ შეისწავლონ ისტორიიდან ახალი საკითხი და შეასრულონ კომპლექსური დავალება ამ საკითხთან დაკავშირებით.
დავალება- წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ თამარის ეპოქაში. აღწერეთ ყუთლუ- არსლანის დასის გამოსვლა მეფის მოწინააღმდეგე ისტორიკოსის თვალით.
საკითხი, რა თქმა უნდა, უნდა მოიცავდეს ქვესაკითხებს, რომლებიც საგნის სამიზნე ცნებებს უკავშირდება და ანალიტიკურ შეკითხვებს, რომლებიც მოსწავლეს ცოდნის კონსტრუირებაში დაეხმარება.
რა შემთხვევაში შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პირველმა მოსწავლემ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად შეასრულა დავალება, ანუ სიღრმისეულად გაიაზრა უცნობი საკითხი, მეორემ კი - არა.
ამის გაანალიზებაში ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევის ტაქსონომია გვეხმარება. ამ ტაქსონომიის მიხედვით მოსწავლეს ქვესაკითხი
ხუთ განსხვავებულ სიღრმეზე შეიძლება ჰქონდეს გააზრებული:
• პრესტრუქტურული
• უნისტრუქტურული
• მულტისტრუქტურული
• მიმართებითი
• აბსტრაქტული
შედეგი მიღწეულად ითვლება, თუკი მოსწავლე მიმართებით (ან აბსტრაქტულ) დონეზე იაზრებს სამიზნე ცნებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქვესაკითხს.