ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში ვიქტორინა - კონკურსი, ''როგორ ვიცნობთ რუსთაველს'', ჩატარდა
02-11-2016
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით, ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში, ჩატარდა ვიქტორინა - კონკურსი „როგორ  ვიცნობთ რუსთაველს“. 

აღნიშნული ვიქტორინა-კონკურსი შოთა რუსთაველის 850 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარდა.
მასში მონაწილეობდნენ IX-XII  კლასების მოსწავლეები. 

კონკურსის მიზანი იყო ლიტერატურული ნაწარმოების შინაარსის სიღრმისეული წვდომა: გამოსახვის მხატვრული ფორმებისა და საშუალებების  უკეთ  შესწავლა, საკვლევაძიებო მუშაობის ჩვევების დაუფლება, სწრაფი აზროვნების უნარის განვითარების ხელშეწყობა.  

მოსწავლეები განლაგდნენ მერხებზე ცალ-ცალკე, მათ დაურიგდათ დირექტორის მიერ დამოწმებული 30 კითხვიანი კითხვარით სამუშაო ფურცლები. კომისიის წევრების ახსნა-განმარტების მიცემის შემდეგ მონაწილეები მუშაობას შეუდგნენ. რეკომენდირებული დროის (30 წთ) დამთავრებისთანავე, ნამუშევრებზე კომისიის წევრის  მიერ სათანადო აღნიშვნის გაკეთების შემდეგ, დატოვეს ნაშრომები, რომლებიც გასწორდა იმავდროულად და შედეგები მოსწავლეებს მეორე დღესვე გაეცნო.        
       
კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთა დაჯილდოებაზე იზრუნებს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა დირექტორთან ერთად.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203