ლელიანის საჯარო სკოლის IIა და IIბ კლასებში სადამრიგებლო საათები ჩატარდა.
IIა კლასში გაკვეთილის თემა იყო „ადამიანების დახმარება და ალტრუიზმი“.
მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით განმარტეს ალტრუიზმის მნიშვნელობა, ისაუბრეს სხვისი დახმარების უანგარო სურვილზე, როგორც მოვალეობაზე და მოიყვანეს შესაბამისი მაგალითები.
IIბ კლასში ადამიანთა შორის მსგავსება-განსხვავებაზე ისაუბრეს.
მასწავლებლებმა გაკვეთილზე მრავალი აქტივობა გამოიყენეს.
ლელიანის საჯარო სკოლა ულოცავს მათ ჩატარებულ წარმატებულ გაკვეთილებს.
იხილეთ ფოტოები