უნივერსიტეტებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60-კრედიტიან პროგრამაზე მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ პირებს აქვთ, ვინც მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 60%-იანი ბარიერი გადალახა. პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია უნივერსიტეტის მიერ დაწესებული შიდა გამოცდის ჩაბარება.
მათ, ვინც უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ შიდა გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ზოგიერთი უნივერსიტეტი მხოლოდ დაფინანსებულ სტუდენტებს მიიღებს, ზოგი კი მსურველებს ფასიან კურსს სთავაზობს. მათთვის, ვინც სახელმწიფოსგან დაფინანსებულთა შორის ვერ მოხვდება, მოქმედებს შიდა დაფინანსებაც.
რომელ უნივერსიტეტებში და რა მიმართულებებზე შეგიძლიათ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა? გაეცანით რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების 60 - კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებას შემდეგი მიმართულებებით აცხადებს:
პროგამაზე ჩარიცხვის მსურველმა წარსადგენი დოკუმენტები 8 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს. პროგრამაზე მიღების წინაპირობა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ ბმულზე:
60-კრედიტიან პროგრამაზე მიღება გამოცხადებულია წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტშიც. პროგრამის კურსდამთავრებული მოიპოვებს მასწავლებლის სერტიფიკატს და მასწავლებლად დასაქმების უფლებას შემდეგი საგნობრივი მიმართულებებით:
მსმენელების ნაწილს სწავლის საფასურს შიდა გამოცდის საფუძველზე უფარავს განათლების სამინისტრო, ნაწილი სარგებლობს უნივერსიტეტის 40%-იანი თანადაფინანსებით (სწავლის წლიური საფასური 2250 ლარია).
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე სწავლა ევროპის უნივერსიტეტში შემდეგ მიმართულებებზეა შესაძლებელი:
დაწყებითი საფეხურის (1-6 კლასი) მიმართულება:
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს
პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე
მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის თავისუფალ აკადემიაშიც, რეგისტრაციის ვადა 25 სექტემბრამდეა, საბუთების მიღება კი 26.09.2022 – 30.09.2022 პერიოდში იქნება შესაძლებელი, რაც შეეხება შიდა გამოცდას, ის 3 ოქტომბერს ჩატარდება.
საქართველოს უნივერსიტეტში მასწავლებელთა ერთწლიანი პროგრამაზე რეგისტრაცია 1 სექტემბერს დაიწყო და 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სწავლა შესაძლებელია შემდეგ მიმართულებებზე:
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების აპელაციის შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყება. წარსადგენი დოკუმენტაციისა და სასწავლო მოდულების შესახებ ინფორმაცია იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2 სექტემბერს დასრულდა, თუმცა შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები 2022 წლის 7, 8 და 9 სექტემბერს ჩატარდება, პირველადი შედეგები კი 12 სექტემბერს გამოქვეყნდება.
ილიას უნივერსიტეტში 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა შემდეგი მიმართულებებითაა შესაძლებელი:
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
მასწავლებლის მომზადების ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.
პროგრამაზე სწავლა ასევე შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ასევე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში.