სასწავლო წელი იწყება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სულ უფრო აქტუალური ხდება პედაგოგებს შორის საათების გადანაწილება. აღნიშნულ საკითხს ეროვნული სასწავლო გეგმა არეგულირებს და როგორც ოფიციალური დოკუმენტით ირკვევა, საჯარო სკოლა ვალდებულია საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები ჯერ სტატუსიან მასწავლებლებს გადაუნაწილოს და შეუვსოს სრულ დატვირთვამდე:
„საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს/წამყვან/მენტორ მასწავლებლებს და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით, ხოლო კომბინირებული დაწყებითი (I-IV) კლასის მასწავლებელს 13 საათის ჩათვლით), ასეთის არსებობის შემთხვევაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.