სამების საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გაკვეთილები ტარდება
02-04-2018
წალკის სამების საჯარო სკოლის VI კლასში რუსული ენის მასწავლებელმა ქრისტინა საფარიძემ ღია გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილს შიდა სასკოლო შეფასების ჯგუფი ესწრებოდა.
გაკვეთილის თემა იყო „скоро день рождение нини“. სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაირა, ბავშვებმა გამოამჟღავნეს ლექსიკის ცოდნა, მასწავლებელმა მიგნებულად გამოიყენა აქტივობები, რომელთა საშუალებითაც მიაღწია დასახულ მიზანს.
მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად.
„მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გაკვეთილი საინტერესო გამოვიდა,“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.