ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უსასრულო სირთულის ფიგურის შესახებ კედლის გაზეთი გამოუშვეს
02-04-2018
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ნინო ბუხნიკაშვილის ხელმძღვანელობით კედლის გაზეთი - „ფრაქტალი“ გამოუშვეს. სკოლის აღსაზრდელებმა უსასრულო სირთულის ფიგურის შესახებ მასალა მოამზადეს, ტერმინის შემომღების - ბენუა მანდელბროტის შესახებ ნაკლებადცნობილი ფაქტები მოიძიეს და კედლის გაზეთზე დაიტანეს.
კედლის გაზეთის დიზაინიც მოსწავლეებს ეკუთვნით.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები კედლის გაზეთის მომზადების პროცესში ხალისით და მონდომებით ჩაერთვნენ. იხილეთ ფოტოები