მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების ფორმები. კონკრეტულად კი, მსჯავრდებული აკადემიურ უმაღლეს განათლებას იღებს:
ა) კორესპონდენციული სწავლების ფორმით;
ბ) ციფრული სწავლების ფორმით.
დოკუმენტის თანახმად, მსჯავრდებულს ასევე შეიძლება დროებით შეეზღუდოს განათლების მიღება დისციპლინური პატიმრობის მოხდისა და სამარტოო საკანში მოთავსების პერიოდში, ასევე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში/სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანისას ან/და მკურნალი ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.
ბრძანებაში დეტალურადაა გაწერილი პენტენციური დაწესებულების, განათლების სამინისტროსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლება-მოვალეობებიც.
სრული დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.