რა საკვებით მომარაგდება ბაღები და როგორი იქნება აღსაზრდელთა კვება - დეტალები
08-09-2022

თბილისის მერიამ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების შეისყიდა. ტენდერის მიხედვით ჯამში 188 საჯარო ბაღის აღსაზრდლების საკვებისთვის 102 476 520 (ას ორი მილიონ ოთხას სამოცდათექვსმეტი ათას ხუთას ოცი) ლარი გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ ტენდერი მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე არსებული სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ცალ-ცალკე ცხადდება - მარცხენა სანაპიროზე არსებული საბავშვო ბაღებისთვის 73 016 249,03 (სამოცდაცამეტი მილიონ თექვსმეტი ათას ორას ორმოცდაცხრა ლარი და სამი თეთრი )გადაიხადა, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე არსებული საბავშვო ბაღებისთვის 30 460 271 (ოცდაათი მილიონ ოთხასსამოცი ათას ორას სამოცდათერთმეტი ლარი).

ტენდერის მიხედვით თბილისის მერიამ 56 დასახელების პროდუქტი შეიძინა, მათ შორისაა: პური ხორბლის, ფქვილი ხორბლის უმაღლესი, ორცხობილა (პეჩენია), მაკარონი, ვერმიშელი, ბრინჯი, წიწიბურა,შვრია, მანანი, ლობიო, ბარდა, კარტოფილი, კომბოსტო, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ხახვი,  მწვანე, ხახვი, ნიორი, წიწაკა, ბულგარული, ქინძი, ოხრახუში, კამა, რეჰანი, გოგრა, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ვაშლი, ბანანი, ლიმონი, გარგარი, ვაშლატამა, ხორცი საქონლის, ქათამი და ორაგულის ფილე. 

ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდების გრაფიკი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203