სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლებმა სასწავლო გეგმა უნდა დაამტკიცონ - ეს სასკოლო საზოგადოებისთვის სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს, თუმცა ეროვნულ სასწავლო გეგმაში ერთი ნიუანსია და ის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
დოკუმენტის თანახმად, სასკოლო სასწავლო გეგმა დირექციამ უნდა გაასაჯაროოს, ფორმის არჩევა კი თავად შეუძლია:
„სკოლის დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს დამტკიცებული სასკოლო სასწავლო გეგმის საჯაროობა (გარდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმისა), მისთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმით (ვებგვერდზე ან სოციალურ გვერდზე განთავსებით, საინფორმაციო დაფაზე განთავსებით, ბუკლეტის გავრცელებით და ა.შ.)“, - აღნიშნულია ესგ-ში.