როგორ განისაზღვრება საბავშვო ბაღის ჯგუფებში აღმზრდელ-პედაგოგთა რაოდენობა?
10-09-2022
საბავშვო ბაღებში აღმზრდელ-პედაგოგთა ​და ჯგუფში აღსაზრდელთა რაოდენობას არეგულირებს საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ. 

როგორც კანონში ვკითხულობთ, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფები უნდა დაკომპლექტდეს შემდეგი მაქსიმალური ოდენობების მიხედვით:

  • 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა;
  • 3-დან 4 წლამდე  ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა; 
  • 4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა.
  • სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში შესაძლებელია ბავშვების სწავლა/სწავლება 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე. ამ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა 30-ს არ უნდა აღემატებოდეს.
თითოეულ ჯგუფში კი აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების რაოდენობა უნდა განისაზღვროს შემდეგი თანაფარდობით:

  • 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს  1:13-ზე მეტი;
  • 3-დან 4 წლამდე ბავშვების ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს 1:15-ზე მეტი;
  • 4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს  1:15-ზე მეტი;
  • სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს 1:15-ზე მეტი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...