განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030-ში ყურადღება გამახვილებულია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში მომუშავე აღმზრდელ-მასწავლებელთა ანაზღაურებაზე.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბაღებში დასაქმებული პედაგოგების ხელფასი ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს.
2024 წლისთვის აღმზრდელ-პედაგოგთა ხელფასი საშუალო თვიურ ანაზღაურებაზე არანაკლებ 10% უნდა იყოს, ხოლო საბოლოოდ 2030 წლისთვის უნდა გაუთანაბრდეს ქვეყანაში არსებულ საშუალო თვიურ ხელფასს.