რა პრინციპით გათანაბრდა მასწავლებელთა საგამოცდო ქულები - დეტალური განმარტება უფროსი და წამყვანი პედაგოგებისთვის
08-09-2022
წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველებისთვის, საბოლოო ქულებთან ერთად, ცნობილი გახდა, გათანაბრებული ქულებიც. იმის გათვალისწინებით, რომ პედაგოგთა ნაწილისთვის გათანაბრების პრინციპი უცნობია, გთავაზობთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებას.

ქულების გათანაბრება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ტესტის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. ამ მექანიზმის ამოცანაა ვარიანტებს შორის არსებული განსხვავებების კომპენსირება.

- რატომ არ შეიძლება ვარიანტები თავიდანვე ისე შედგეს, რომ მათ შორის განსხვავება არ იყოს?

-  ტესტის სხვადასხვა ვარიანტის შედგენისას დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ ტესტის სტრუქტურა, ამოცანების ტიპი და სირთულე რაც შეიძლება თანაბარი იყოს, მაგრამ აბსოლუტური თანაბრობის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთი და იმავე ამოცანის შემთხვევაშიც კი, ამოცანის ფორმულირების მცირეოდენ შეცვლას შეუძლია სირთულეში განსხვავება წარმოშვას. იმის მიღწევა, რომ ტესტის ორი ვარიანტი ქულების ყველა დიაპაზონში ერთი და იმავე სირთულის იყოს, შეუძლებელია.

- რა პრინციპს ეყრდნობა ქულების გათანაბრების მექანიზმი?

- მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვითვლით, თუ რა ქულას მიიღებდა აპლიკანტი, სხვა ვარიანტის დაწერის შემთხვევაში. შემდეგ მის ნედლ ქულასა და სხვა ვარიანტებში მის სავარაუდო ქულებს შორის ვიღებთ მაქსიმალურს და სწორედ ეს არის მისი გათანაბრებული ქულა. სხვაგვარად რომ ავხსნათ, აპლიკანტის გათანაბრებული ქულა არის ის სავარაუდო ქულა, რომელსაც ის მიიღებდა ტესტის ყველაზე მარტივი ვარიანტი რომ დაეწერა.

-  როგორ შეიძლება იმის დადგენა, თუ რა ქულას მიიღებდა გამოსაცდელი იმ ვარიანტში, რომელიც მას არ დაუწერია?

- გამოსაცდელთა დიდი რაოდენობის გამო საკმაოდ ზუსტ წარმოდგენას ამაზე გვიქმნის ე. წ. პროცენტილების მეთოდი. ამ მეთოდით ჩვენ ვადგენთ, რამდენ პროცენტს აჯობა აპლიკანტმა თავის ვარიანტში, შემდეგ კი ვეძებთ სხვა ვარიანტებში ისეთ თეორიულ ქულას, რომლის მიმღები აბიტურიენტიც იმ ვარიანტში ზუსტად იმდენსავე პროცენტს აჯობებდა. ქულების გათანაბრება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ტესტის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. ამ მექანიზმის ამოცანაა ვარიანტებს შორის არსებული განსხვავებების კომპენსირება.

იხილეთ: წამყვანი 43 ქულა, მენტორი - 53 - ნახეთ, ჩააბარეთ თუ არა გამოცდა წარმატებით 

მასწავლებელთა აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა - იხილეთ, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველების გათანაბრებული ქულები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203