პირველი კლასის დამრიგებლებს სასწავლო წლის დაწყებამდე ბევრი საქმე აქვთ. მათ უნდა მოასწრონ სასკოლო სახელმძღვანელოების დაკომპლექტება და მათთან ერთად ბუკების გამზადება მოსწავლეებისთვის გადასაცემად.
პედაგოგს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ბუკების მიღებისას მშობელს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი გაუფორმოს, რომელშიც ბუკის საკუთრების პირობები და ვადები იქნება მითითებული. გარდა აღნიშნულისა, I კლასის დამრიგებლებმა მოსწავლეთა პირადი საქმეები უნდა მოაწესრიგონ.
მოსწავლის პირადი საქმე ასახავს ინფორმაციას მოსწავლის პირადი მონაცემების, სკოლაში სწავლის განმავლობაში მისი შეფასებისა და აქტიურობის შესახებ.
მოსწავლის პირად საქმეს უნდა დაერთოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა.
მოსწავლის პირად საქმეში აუცილებლად უნდა იყოს თანდართული შემდეგი დოკუმენტები:
სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათისა და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა. მაგალითად, როგორიცაა პედიატრის მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა. რა თქმა უნდა, ფოტოსურათიც და ჯანმრთელობის ცნობაც მოსწავლის პირად საქმეში უნდა იყოს განთავსებული.
მოსწავლეთა პირადი საქმეების შევსება დამრიგებლების ვალდებულებაა. საქმის წარმოება იწყება მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვიდან და გრძელდება სკოლაში სწავლის განმავლობაში.