ახალციხის №5 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეჯიბრი, ''წიგნის თარო'', ჩატარდა
02-11-2016

ახალციხის №5 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლიტერატურული შეჯიბრი, ''წიგნის თარო'', გაიმართა.

მხატვრული ლიტერატურის სიყვარულმა გადააწყვეტინა ახალციხის №5 საჯარო სკოლის თვითმმართველობას, სკოლაში ჩაეტარებინა ღონისძიება ,,წიგნის თარო“. 

ერთმანეთს შეეჯიბრა X და XI კლასელებისგან შემდგარი ორი ჯგუფი, რომლებმაც უპასუხეს კლასგარეშე ლიტერატურიდან დასმულ შეკითხვებს. კონკურსის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი. 

თითოეულ მონაწილეს და წამყვანებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები. 

I-გუნდის მონაწილეები: ნათია მაჭავარიანი, ნიკა აკოფაშვილი, ნათია ლეკიშვილი, მირაბელა ლუკავა. 

II-გუნდის მონაწილეები: ლიკა კაველიძე, ანი ანანიაშვილი, ხატია ნოზაძე, სტეფანე ხითარიშვილი. 

ღონისძიების ორგანიზატორები და წამყვანები იყვნენ: ხატია ლომიძე და რუსუდან მურვანიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203