სტუდენტები საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგებს, რეიტინგულ სიებს კვლავ ელოდებიან, რამაც ისინი ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენა. უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი დასაწყისს უახლოვდება და უმაღლესები პირველი სემესტრის თანხას ითხოვენ, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაშიც სტუდენტები სწავლას ვერ გააგრძელებენ.
სტუდენტების ნაწილმა, რომლებიც შედეგებს ელოდებიან და დაფინანსების მოპოვების იმედი ჰქონდათ სწავლის გასაგრძელებლად თანხის მაინც გადაიხადა. როდის გამოქვეყნდება საგრანტო კონკურსის შედეგები - აღნიშნულ კითხვაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გვპასუხობს: საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები მომავალ კვირაში გამოქვეყნდება.
ცნობისთვის, წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 2 500-ზე მეტმა პირმა გაიარა, მათგან გამოცდაზე 71%-ზე მეტი გავიდა.