შუხუთის საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
03-04-2018
შუხუთის საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, ფოტოები გადაიღეს და აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებაში თავისი წვლილი შეიტანეს.
„აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანთა რიცხვი, ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ აუტიზმის მქონე პირებს, რათა ხელი შევუწყოთ მათი უფლებების რეალიზებას. „აუტიზმი არ არის ტრაგედია, მისი იგნორირებაა ტრაგედია“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, სიმბოლურ კამპანიებს მართავენ სასწავლებლები, კერძო, თუ საჯარო ორგანიზაციები.