„ეტალონის“ ავტორის ემოციური მიმართვა ქართველ ემიგრანტებს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
12-09-2022
15 სექტემბერს, 2022-2023 სასწავლო წელი დაიწყება, თუმცა ეს თარიღი ორმაგად ემოციურია ჩვენი ემიგრანტებისთვის, რომლებიც წელსაც ვერ შეძლებენ ცოდნის ტაძარში გააცილონ შვილები და შვილიშვილები...

„ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელმა და უცვლელმა წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა ვიდეომიმართვით, შვილიშვილებთან ერთად, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, მათ მშობლებს, ბებია-ბაბუებს, თუმცა მუხრან მაჭავარიანის ლექსით - „მე არაერთხელ გამიგონია“ - განსაკუთრებული ემოციურობით მიულოცა ემიგრანტებს:

„გამორჩეულად მინდა მივულოცო სასწავლო წლის დაწყება izrune.ge-ში ჩართულ ოჯახებს, მაგრამ კიდევ უფრო გამორჩეულად მინდა მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც წელსაც ვერ დაესწრებიან შვილების, შვილიშვილების სკოლაში წასვლას... ემიგრანტებო გვიყვარხართ და გელოდებით აქ, საქართველოში; მანამდე კი izrune.ge-ს საშუალებით ისევე შეგიძლიათ იზრუნოთ შვილებსა და შვილიშვილებზე, როგორც საქართველოში - ძალა თაობებშია“.

ვიდეომიმართვას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით ემოციური კი სწორედ ემიგრანტების კომენტარები აღმოჩნდა, რომელთა ნაწილსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საოცარი ადამიანი ხართ, მხოლოდ თქვენ გაგახსენდათ ემიგრანტებისთვის მილოცვა - ვისთვისაც ყოველი წუთი და წამი შვილებზე და მათ შვილებზე ფიქრითაა სავსე... ვისაც ასე ძალიან არ გაუმართლა და ვერ შეძლო შვილების თუ შვილიშვილების სკოლაში გაცილება ახალ სასწავლო წელს! ეს ის დღეა, მთელი ცხოვრება რომ ელი და ამ დროს შენ მიზეზთა და მიზეზთა გამო „არ ხარ“ იმ რეალობაში!“ 

„დიდი მადლობა გოჩა, გაგახსენდით ემიგრანტები, რომლებიც როგორ განვიცდით ახლა სასწავლო წლის დაწყებისას ჩვენს ოჯახებში რომ არ ვართ, ჩვენს შვილებთან და შვილიშვილებთან და ვერ ვითავისებთ ამ სიხარულს“... 

„რა კარგი ტერმინოლოგიაა. ძალა თაობებშია! ყოჩაღ, თქვენ. სასიამოვნო მოსასმენია ნამდვილად. დადებით მუხტს გაძლევს ადამიანს. გაიხარეთ. მადლობა, ემიგრანტების მოკითხვისთვის“.

„ძალიან ძნელია ემიგრანტისთვის, ვისაც საქართველოში შვილები ჰყავს, მეც წლები ვერ შევძელი შვილების გაცილება ახალ სასწავლო წელს, თავს ვიიმედებდი იმით, რომ მომავალს შევუქმნიდი, მაგრამ დრო რომ დაბრუნდეს შვილებს არ დავტოვებ, მე 90-იან წლებში მომიწია ემიგრანტობა“.

„ძალა თაობებშია! შვილებსა და შვილიშვილებს რომ ვუყურებ სიცოცხლე მინდა, შრომის ხასიათზე მოვდივარ და ენერგია მემატება“! 

„მეც ამატირა ამ ემოციამ... ვიცი, ჩემებიც ასე ნატრობენ თავის ქვეყანას. უფალო, დალოცე ყველა ემიგრანტი“.

„ჩემი შვილის სკოლაში პირველად წასვლის დღის ბედნიერებაც არ მღირსებია და არც დამთავრების დროს დავტკბი მისი ყურებით ყველა ბავშვს ჰყოლოდეს დედა გვერდით და ნათელი მომავალი ჰქონოდეს“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203