პედაგოგებსა და მოსწავლეებს ონლაინ-სწავლების არჩევის შესაძლებლობა აღარ ექნებათ - „ემისი“
12-09-2022

განათლების სამინისტრომ, 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებისა და ყველა სიახლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო ახლა კი  საინტერესო ისაა, ექნებათ თუ არა მოსწავლეთა მშობლებს, სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა და კვლავ ძალაში დარჩება თუ არა ონლაინ-რეჟიმი?

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დეტალების გასარკვევად, etaloni.ge-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ 2022-2023 სასწავლო წელს არჩევითი ონლაინ-ფორმატი მოსწავლეებისთვის არ იმოქმედებს.

ოფიციალური სტრუქტურები, ასეთ დროს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით ხელმძღვანელობენ და როგორც ჩანს, წელს დისტანციური სწავლების საჭიროება შესაბამისმა ორგანოებმა ვერ დაინახეს.

ასე რომ, ახალი სასწავლო წლიდან, ონლაინ-ფორმატს ვერც მოსწავლეები და ვეღარც მასწავლებლები ვერ აირჩევენ.

იხილეთ ასევე:

სწავლის ფორმატთან და თარიღთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203