პედაგოგებისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა შეიქმნა - ისარგებლებენ მოსწავლეებიც და მშობლებიც
2022-2023 სასწავლო წელს კიდევ ერთი სიახლე სკოლის პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის ახალი ონლაინ პლატფორმაა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პლატფორმა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ზრდას შეუწყობს ხელს. „ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება ახალი ონლაინ პლატფორმა –
chaerte@mes.gov.ge – რომელიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შესაძლებლობას მისცემს, სასწავლო პროცესის შესახებ გაეცნონ საჭირო ინფორმაციას, მონაწილეობა მიიღონ გამოკითხვებში, დააფიქსირონ თავიანთი იდეები/მოსაზრებები და აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აღნიშნული პლატფორმა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ზრდას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იხილეთ:
პედაგოგებსა და მოსწავლეებს ონლაინ-სწავლების არჩევის შესაძლებლობა აღარ ექნებათ - „ემისი“სწავლის ფორმატთან და თარიღთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო