როგორ შეიძლება სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება - ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მაგალითი
03-04-2018
ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში მსოფლიო საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე გასვლითი გაკვეთილითაღნიშნეს. სკოლის IVა კლასის მოსწავლეები პედაგოგ მარიკა კოჩაძის ხელმძღვანელობით ქუთაისის მეოცე საქალაქო ბიბლიოთეკის ფილიალს ესტუმრნენ.
ბიბლიოთეკის გამგე ნინო ლეკვეიშვილი ბავშვებს მსოფლიო საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღის დაარსების შესახებ ესაუბრა.
ბიბლიოთეკარები მაია ლანჩავა და ელისო მანაგაძე მოზარდებს სასურველი ლიტერატურის შერჩევაში დაეხმარნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა რამდენიმე ნაწარმოები წაიკითხეს და წაკითხულის ირგვლივ დისკუსია გამართეს, გაიხსენეს მათთვის ცნობილი საყვარელი საბავშვო ავტორები და მათი შემოქმედება, იმღერეს მათ ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დღემ პოზიტიურად და დინამიურად ჩაიარა.
საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე 2 აპრილს, ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეზე აღინიშნება.
საბავშო წიგნის დღესასწაული 1967 წელს საერთაშორისო ორგანიზაციამ - „ახალგაზრდული და საბავშვო წიგნების საერთაშორისო საბჭო“ დააარსა.