წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მშობელთა რიგით მე-2 კონფერენცია ჩატარდა
03-04-2018

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მშობელთა რიგით მე-2 სასწავლო-აღმზრდელობითი კონფერენცია ჩატარდა. 

კონფერენციას ორიგინალური სახელწოდება ჰქონდა: „3მ - მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი“. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, კონფერენცია სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გააქტიურების, მათი ინტერესების, მოთხოვნების დადგენის, მოსწავლე-მასწავლებელს შორის და მშობელთა შორის თანამშრომლობითი კულტურის გაღრმავების, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნის და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით გაიმართა. 

კონფერენციაზე გამომსვლელებმა მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203