სწავლის დაწყებამდე პედაგოგებისა და მშობლებისთვის მასწავლებლის სახლი შეხვედრას ჩაატარებს
13-09-2022
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მშობლებისთვის, სპეციალური მასწავლებლებისთვის, საგნის მასწავლებლებისთვის და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტებისთვის, 13 სექტემბერს 16:00 საათზე ატარებს ვებინარს.

ვებინარი - „მშობლის სკოლასთან ეფექტიანი თანამშრომლობა ბავშვის სკოლაში წარმატებული ტრანზიციისთვის“ - საკომუნიკაციო პასპორტი, როგორც ბავშვის სკოლაში ტრანზიციის მხარდამჭერი ინსტრუმენტი.
 
ვებინარის სპიკერი თამარ ნაკაიძე -განათლების ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მულტიდისციპლინური გუნდის წევრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი.

მოდერატორი ნინო ნიკოლეიშვილი - განათლების ფსიქოლოგი, „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის კონსულტანტი

ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება:

  • მშობლის მოლოდინები სკოლის მიმართ სასწავლო პროცესის დაწყების წინ;
  • როგორ ემზადება მშობელი ბავშვის სკოლაში წასვლისთვის;
  • მშობლის ემოციები სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით;
  • როგორ უნდა შეემზადოს მშობელი სასკოლო ცხოვრებაში თანამონაწილეობისათვის;
  • რა არის „საკომუნიკაციო პასპორტი” და როგორია მისი როლი მოსწავლის სკოლაში ტრანზიციის მხარდაჭერის პროცესში.
ვებინარზე დასასწრებად გადადით ბმულზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203