მაძიებლობის პროგრამის ხელმძღვანელმა, დალიკო ჯაბაურმა, იმ მასწავლებლებისთვის, ვისაც დადებითად შეუფასდა აკადემიური კურსი ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ მათ სტატუსების „ესქულის“ ბაზაში უკვე აესახათ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განიხილა მაძიებელი მასწავლებლებისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსული განაცხადები. აგესახათ მასწავლებლობის მაძიებლებს სტატუსები და მასწავლებლობის მაძიებლის ნაცვლად, eSchool-ის სისტემაში დაგიფიქსირდათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
იმ მაძიებელი მასწავლებლების, რომლებმაც წელს დაადასტურეს საგნის კომპეტენცია, სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით წარდგენის ვადა გამოცხადდება საგნის კომპეტენციის შედეგების eSchool-ის ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდგომ, დაახლოებით სექტემბრის ბოლოს.
„მაქსიმალურად ვცდილობდით, ყველა მაძიებელ მასწავლებელს დავხმარებოდით პროგრამის გავლის პროცესში და გილოცავთ პროგრამის წარმატებით დასრულებას!“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.