იწვიმებს თუ არა სწავლის პირველ დღეს - ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან
15 სექტემბერს, სწავლის დაწყების პირველ დღეს მოუთმენლად ელიან და განსაკუთრებით ემზადებიან მოსწავლეებიც, მასწავლებლებიცა და მშობლებიც. იქიდან გამომდინარე რომ სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობაში სწავლა დასწრებითი ფორმატით იწყება სასკოლო საზოგადოების ერთ-ერთი საფიქრალი ისიც არის, როგორი ამინდი იქნება სწავლის პირველ დღეს.
15 სექტემბრის ამინდის პროგნოზი საინტერესო არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისტვის არამედ საბავშო ბაღის პერსონალისა და აღსარზდელთა მშობლებისთვისაცაა, სწორედ ამიტომ გთავაზობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
სააგენტოს ცნობით, 15 სექტემბერს დედაქალაქში მოღრუბლური, თუმცა თბილი ტემპერატურა იქნება, +27 გრადუსი; ბათუმში +24 გრადუსი და წვიმა, ხოლო თელავში +26 გრადუსი და მოღრუბლულობა; ბორჯომში +22 გრადუსი; ბაკურიანში +14; ახალციხეში კი +22 გრადუსი.
იხილეთ:
რეგულაცია, რომელიც ყველა სკოლამ სწავლის პირველ დღეს უნდა შეასრულოს - პრემიერის გადაწყვეტილებასწავლის ფორმატთან და თარიღთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღოპედაგოგებსა და მოსწავლეებს ონლაინ-სწავლების არჩევის შესაძლებლობა აღარ ექნებათ - „ემისი“