რას ნიშნავს ცოდნის სამი კატეგორია და როგორ ხდება სასწავლო პროცესში მისი გააქტიურება?
13-10-2022
რას ნიშნავს ცოდნის სამი კატეგორია და როგორ ხდება სასწავლო პროცესში მისი გააქტიურება? - აღნიშნულზე განმარტებას ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფი პასუხობს
ცოდნის სამი კატეგორია - არის სწავლა-სწავლების ხუთიდან ერთ-ერთი პრინციპი, რომელსაც განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმა:"სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.
ა) დეკლარატიული ცოდნა სტატიკური ხასიათისაა. იგი გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების ცოდნას და პასუხობს კითხვას: რა ვიცი?
ბ) პროცედურული ცოდნა დინამიკურია და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას. პროცედურული ცოდნა პასუხობს კითხვას: როგორ გავაკეთო/როგორ შევასრულო?
ე.გ) პირობისეული ცოდნა დინამიკურია და გულისხმობს პირობების, ანუ არსებითი ნიშან- თვისებების ამოცნობას. იგი უზრუნველყოფს სხვადასხვა კონტექსტში ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას და პასუხობს კითხვას: როდის და/ან რატომ გამოვიყენო ეს ცოდნა?
სამიზნე ცოდნას (იგივე ქვესაკითხს/საკითხს) გააჩნია სამი ასპექტი: დეკლარატიული (წესები, განმარტებები, ფაქტები), პროცედურული (პროცედურები, რომლებიც ფაქტობრივი ცოდნის დამუშავებაში გვეხმარება) და პირობისეული (კავშირი ცხოვრებისეულ კონტექსტებთან; პასუხი შეკითხვაზე - სად და როდის გამოვიყენებ ამ ცოდნას). კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი სამივე კატეგორიის ცოდნის აგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.