რას ნიშნავს ცოდნათა ურთიერთდაკავშირება - სწავლა-სწავლების ხუთიდან ერთ-ერთი პრინციპი
17-09-2022
რას ნიშნავს ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და როგორ ხდება სასწავლო პროცესში მისი გააქტიურება? - განმარტება პედაგოგებისთვის.
ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება - არის სწავლა-სწავლების ხუთიდან ერთ-ერთი პრინციპი, რომელსაც განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმა:"სწავლა- სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას დაორგანიზებას. მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება ზრდის გააზრების, დამახსოვრებისა და ცოდნის ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობებს".
ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება ავტომატურად ნიშნავს სამიზნე ცნებაზე ორიენტირებას. საქმე ისაა, რომ ყველა კომპლექსური დავალება ეხება კონკრეტულ ქვეცნებას და ქვესაკითხს, რომელიც უკავშირდება სამიზნე ცნებებს. იგივე სამიზნე ცნებებს უკავშირდება მონათესავე ბუნების სხვა საკითხები, ქვეცნებები, ქვესაკითხები. ამ კავშირების დანახვა და გააზრება წარმოადგენს კიდეც ცოდნათა ორგანიზებას და ურთიერთდაკავშირებას.