ბაღებში 6 ათასამდე  თავისუფალი ადგილია - სააგენტოს ხელმძღვანელი
18-09-2022

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძის თქმით, აჟამად  56 000-მდე აღსაზრდელია დარეგისტრირებულო. მისივე თქმით, მშობლებს ახლაც შეუძლიათ ბავშვის იმ ბაღში დარეგისტრირება, სადაც თავისუფალი ადგილებია.

 „სასწავლო საამრდელო პროცესი 15 სექტემბერს განახლდა. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სისტემა მოიცავს 187 ბაღს და 11 ათას თანამშრომელს და დაახლოებით 61 ათასი ბავშვის მიღება შეგვიძლია. ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია დაახლოებით 56 ათასი ბავშვი, თუმცა ჯერ კიდევ არის დაახლოებით 6 ათასამდე ვაკანტური ადგილი სადაც რეგისტრაცია ახლაც შესაძლებელია. სამწუხაროდ ცენტრალურ ადგილებში: საბურთალოს, ვაკის, ნაძალადევის, ჩუღურეთის, მთაწმინდის ტერიტორიებში ადგილები პრაქტიკულად შევსებულია, ხოლო დანარჩენ რაიონებში შესაძლებელია რეგისტრაცია“, - აღნიშნა კახა გვანცელაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203