ბაკურიანის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს
03-04-2018
ბაკურიანის საჯარო სკოლაში სპეც. მასწავლებლის ნათია ვარსიმაშვილის ინიციატივით აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

პედაგოგმა საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადა, მოსწავლეებს დაურიგა და მოზარდებს აუტისტური სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამ აქტივობის მიზანი აუტიზმის შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებულობა იყო. 

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, სიმბოლურ კამპანიებს მართავენ სასწავლებლები, კერძო, თუ საჯარო ორგანიზაციები.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203