უმაღლესებში უგამოცდოდ ჩარიცხულებისთვის დოკუმენტების წარდგენის წესი და ვადები შეიცვალა
14-09-2022

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა,  „განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის შესახებ“.

ბრძანება ამოქმედდება 2022 წლის 3 ოქტომბრიდან. სრული დოკუმენტი, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203