„ნუცას ბაგა-ბაღში“ სააღმზრდელო პროცესი საზეიმოდ განახლდა. ბაღის პირველი დღე დირექციამ და აღმზრდელ-პედაგოგებმა პატარებს დღესასწაულად უქციეს.
ბაღს ახალი აღსაზრდელებიც შეემატა, იმისთვის, რომ პატარებისთვის ბაღში მისვლა ნაკლებად სტრესული ყოფილიყო აღმზრდელ-პედაგოგებმა ისინი მრავალფეროვან თამაშებში ჩართეს და ბავშვებს მღელვარება სიხარულად უქციეს. სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლები ძალ-ღონესა არ იშურებენ, რომ ბავშვებისთვის ადაპტაციის პერიოდი იყოს სახალისო და საინტერესო.
ამასთან, როგორც ყოველთვის ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ სააღმზრდელო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს. ბაღში სამაგალითოდ დაცულია ჰიგიენური ნორმები.
აღსანიშნავია, რომ „ნუცას ბაგა-ბაღში“ თითოეული ბავშვის ემოციურ, სოციალურ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა, ამიტომ ბაღის ორივე ფილიალის პატარები ყოველდღიურად სახალისო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში არიან ჩართულნი.