15 სექტემბერს 2022-2023 სასწავლო წელი იწყება, თუმცა როგორც etaloni.ge-სთვის ცნობილი გახდა, სკოლების ნაწილს მე-10 კლასის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები ჯერჯერობით არ მიუღია.
დაურიგდებათ თუ არა მოსწავლეებს დროულად წიგნები და როგორ აპირებენ პრობლემის მოგვარებას? - საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დეტალების გასარკვევად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ, სადაც დაადასტურეს, რომ არის მცირედი ნაწილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, რომლებსაც არ მიუღიათ მე-10 კლასის სახელმძღვანელოები, თუმცა მალე ყველა სახელმძღვანელო ადგილზე იქნება:
„ძალიან მცირეა იმ სკოლების რაოდენობა, სადაც მე-10 კლასის სახელმძღვანელოები ჯერ არ დარიგებულა, თუმცა დღის ბოლომდე ეს საკითხი გამოსწორდება და ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებები წიგნებს აუცილებლად მიიღებენ“.
იხილეთ ასევე:
სკოლებისთვის განახლებული რეგულაციები ცნობილია - განათლების სამინისტრო