პედაგოგებისა და მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ბრძანება
15-09-2022

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, სპორტის დარგში წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების, მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა.

დოკუმენტის თანახმად, სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს უფროსი ასაკის ჯგუფში და საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ სახეობაში დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცემა ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი;

ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი;

გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 200 ლარი.

მწვრთნელები, რომელთა სპორტსმენებმაც წარმატებით იასპარეზეს ქვეყნის მასშტაბით გამართულ სპორტულ შეჯიბრებებზე და დაიკავეს საპრიზო ადგილები, გადაეცემათ ფინანსური დახმარება სპორტსმენებისთვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების 80% ოდენობით.

რაც შეეხება ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებული მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების ფინანსური დახმარების გაცემის წესს:

მუსიკალურ გუნდს ან ცეკვის ანსამბლს, რომელმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ კონკურსზე დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა.ა)  გრან-პრი 800 ლარი;

ა.ბ) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 700 ლარი;

ა.გ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 600 ლარი;

ა.დ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 500 ლარი.

ინდივიდუალურ (სოლო) შემსრულებელს (სიმღერა, ცეკვა), რომელმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ კონკურსზე დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგი ოდენობით:

ბ.ა)  გრან-პრი  400 ლარი;

ბ.ბ) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 300 ლარი;

ბ.გ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 200 ლარი;

ბ.დ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში 100 ლარი.

პედაგოგს/ქორეოგრაფს, რომლის მოსწავლეც/მოსწავლეებიც გახდება/გახდებიან პრიზიორები, როგორც საქართველოში გამართულ კონკურსებზე და ფესტივალებზე, გადაეცეთ ფინანსური დახმარება  მონაწილისათვის განსაზღვრული ფინანსური დახმარების 80% ოდენობით.

დეტალური ინფორმაცია ფინანსური წახალისებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203