სამოტივაციო ფრაზები, რომლებიც პედაგოგმა მოსწავლეებთან უნდა გამოიყენოს
23-10-2022

მასწავლებელს მოსწავლის თვითშეფასებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა ეს გავლენა პოზიტიური იქნება თუ ნეგატიური, სწორედ პედაგოგის საუბარზე, მიდგომაზე და მოსწავლეებთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული.

მოსწავლეთა თვითშეფასება ძალიან მნიშვნელოვვანია მათ აკადემიურ წარმატებაში, თანაკლასელებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ნიჭისა და უნარების გამოვლენაში. ბავშვს, რომელსაც საკუთარი თავის არ სჯერა, უჭირს კლასელებთან ურთიერთობა, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა და სწავლაში წარმატების მიღწევა.

მასწავლებელი სწავლების დროს სამოტივაციო ფრაზებს ხშირად უნდა იყენებდეს, თუმცა ეს არ უნდა იყოს ყალბი, მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ პედაგოგი ნამდვილად ფიქრობს იმას, რასაც ამბობს.

რომელი ფრაზა შეიძლება იყოს სამოტივაციო? რისი მოსმენა სიამოვნებთ მოსწავლეებს მასწავლებლისგან? გიზიარებთ 10 მათგანს:

  • „არ შეგეშინდეს შეცდომის დაშვების“
  • „ყველაფერი გამოგივა, რასაც გულით მოინდომებ“
  • „მე მჯერა შენი შესაძლებლობების“
  • „არასოდეს დანებდე, მცდელობებს მოაქვს წარმატება“
  • „რთული არ ნიშნავს შეუძლებელს“
  • „მარცხი არ ნიშნავს, რომ აღარ უნდა სცადო, პირიქით, მარცხი წარმატების წინა ნაბიჯია“
  • „იოცნებე, დაისახე მიზანი, იმოქმედე“
  • „არ გადადო ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია“
  • „ღიმილით უფრო მეტ პრობლემას მოაგვარებ, ვიდრე სიბრაზით“
  • „იმაზე მეტი შეგიძლია, ვიდრე გგონია, შეზღუდვები მხოლოდ შენს წარმოსახვაშია“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203