სისტემაში მონაცემების შეყვანისას ეს უნდა გაითვალისწინოთ - დეტალური ინსტრუქცია „ემისისგან“
ახალი სასწავლო წლიდან ელექტრონული ჟურნალთან დაკავშირებით კვლავ აქტუალურია რამდენიმე საკითხი და მათ შორისაა „თიმსში“ პაროლის აღდგენა, რომლის დეტალურ ინსტრუქციასაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა გვთავაზობს:„პაროლის აღსადგენად შეგიძლიათ შეხვიდეთ შემდეგ ბმულზე:
https://email.mes.gov.ge შემდეგ „მომხმარებლის დროებითი პაროლის მოთხოვნა“ და შეიყვანოთ თქვენი პირადი ნომერი. შემდეგ მონიშნეთ თქვენს მითითებულ ნომერთან ბულეტი, დააჭირეთ გაგზავნას და შეიყვანეთ მობილურზე მოსული სმს კოდი. ამის შემდეგ გამოგიჩნდებათ თქვენი ელ.ფოსტა და დროებითი პაროლი. შედით
https://email.mes.gov.ge >> „Microsoft Teams-ში შესვლა“ შეიყვანეთ დროებითი პაროლი, შემდეგ გამოსულ ფანჯარაში პირველ ველში შეგყავთ კვლავ დროებითი პაროლი, შემდეგ ორში ახალი, თქვენ მიერ მოფიქრებული პაროლი. ახალი პაროლი უნდა შეიცავდეს აუცილებლად დიდ, პატარა ასოებს და რომელიმე ციფრს, მინიმუმ 8 სიმბოლო.
გაითვალისწინეთ, თუ მობილურის ნომერი მითითებული არაა ან შესაცვლელია, მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას და ისქულის ბაზაში, მოსწავლის მშობლის პირად გვერდზე სთხოვეთ აქტიური მობილური ნომრის ჩაწერა“.