აკურის საჯარო სკოლაში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილები ტარდება
03-04-2018
აკურის საჯარო სკოლა ამერიკული ორგანიზაცია PH international-ის პროექტში - CTEL-CIVIC AND TECH THROUGH ENGLISH LANGUAGE აქტიურად მონაწილეობს.

პროექტის ფარგლებში სკოლის პედაგოგები - ნინო ჯიმშიტაშვილი (ინგლისური ენა), ასმათ ვეფხვაძე (სამოქალაქო განათლება) და ქეთევან ბლუიშვილი (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) VIII კლასში ღია გაკვეთილებს ატარებენ.  

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ინტეგრირებული გაკვეთილები არის ძალიან საინტერესო.

ამჟამად ჩატარებულია გაკვეთილები შემდეგ თემებზე: ეროვნული გმირები -National Heroes, დღესასწაულები - Holidays, კულტურული მრავალფეროვნება - Diversity and Multiculturalism, პროფესიული არჩევანი - Vocational and Life Choices.

გაკვეთილებს პროექტის კოორდინატორი სტივენ გომესი და ქეთევან ბარხუდანაშვილი ესწრებოდნენ.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ღია გაკვეთილის ჩატარება, სადაც მოწვეული იქნებიან სკოლის დირექცია, პედაგოგები, მშობლები და პროექტის ხელმძღვანელები“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203