„მიმიღე, გამიღიმე, შემიყვარე“ - კერძო სკოლა „განათლების“ მოსწავლეებმა აუტიზმის მსოფლიო დღე აღნიშნეს
03-04-2018
ბათუმის კერძო სკოლა „განათლების“ მე-10 კლასის მოსწავლეებმა აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრზენტაცია -„მიმიღე, გამიღიმე, შემიყვარე“ მოაწყვეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
პრეზენტაციას ინგლისური ენის პედაგოგები თამარ დიასამიძე და სოფიო ჩოგოვაძე ხელმძღვანელობდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა ღონისზიებაზე აბილიტაციისა და განვითარების ცენტრის ფსიქოლოგი ნათია გორგილაძე, პედაგოგები და უფროსკლასელები მიიწვიეს.
პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პრზენტაციის დასრულების შემდეგ მოზარდებმა აქცია მოაწყვეს. მოსწავლეებმა მოქალაქეებს საინფორმაციო ფლაერები და ლურჯი ბუშტები დაურიგეს.
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, სიმბოლურ კამპანიებს მართავენ სასწავლებლები, კერძო, თუ საჯარო ორგანიზაციები. იხილეთ ფოტოები