საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
პროექტი მეორე პერიოდის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიხედვით, კვლავ ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 21 სექტემბრიდან დაიწყება და დეკემბრის ჩათვლით გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.კონკურსი კვლავაც სამ ეტაპად წარიმართება:
პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით ჩატარდება, მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები კი ერთმანეთს „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.
აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.
კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილი დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი) შეეძლება.
ტრადიციული, პირველი პერიოდის დასკვნითი ღონისძიება ასევე დისტანციურ რეჟიმში, დეკემბერში გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან.
გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ
Facebook-ზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45
გისურვებთ წარმატებებს!